უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უშიშროების სამსახური დგას

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უშიშროების სამსახური დგას

ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

„ყირიმის ხიდის აფეთქება სპეცოპერაციაა“, - განაცხადა წყარომ გამოცემა „უნიანთან“ საუბრისას.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურში აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.