სპალეტი:

სპალეტი: "ამ "ნაპოლით" მარადონაც იამაყებდა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „აიაქსთან“ გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ ამ გუნდით თვით დიეგო მარადონაც იამაყებდა. იტალიელი კმაყოფილი იყო, მაგრამ გუნდს უკვე მომდევნო თამაშზე ფიქრისკენ მოუწოდა.

„მაღალი დონის თამაში ჩავატარეთ, რომელიც თვითრწმენას გვიმაღლებს. ყველა ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა და ეს გამარჯვება მათი დამსახურებაა. ამ საღამოს მარადონაც იამაყებდა.

მოპოვებული გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. „აიაქსთან“ 6:1 მოგება ადვილი არაა და ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ახლა მთავარი მომდევნო მატჩზე ფიქრია“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ A ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, ხოლო სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობს - 11 მატჩი, 9 მოგება და 2 ფრე.