ცნობილი გახდა რამდენს მოიგებს ყატარი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ

ცნობილი გახდა რამდენს მოიგებს ყატარი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები ორჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებენ, ვიდრე დახარჯეს. ამის შესახებ ტურნირის ორგკომიტეტის თავმჯდომარემ, ნასერ ალ-ხატერმა განაცხადა.

„ასეთი მასშტაბის ტურნირის ჩატარებისას, სხვა ყველაფერთან ერთად, ქვეყანაში ტურისტული ნაკადიც მკვეთრად იზრდება. ასე იყო 2014 წელს ბრაზილიაში და 2018-ში რუსეთში.

სავარაუდო შემოსავალი დაახლოებით 17 მილიარდი დოლარი იქნება. ამას გამოვაკლოთ დანახარჯები, რომლებიც სხვადასხვა პროექტებს მოხმარდა, რაც დაახლოებით 8 მილიარდი დოლარია. ეს ნორმალური ციფრია და ნაკლებია, ვიდრე წინა ორი ტურნირისას დაიხარჯა.“ - ციტირებს ალ-ხატერის სიტყვებს Courrier International.

შეგახსენებთ, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.