კონტე:

კონტე: "სულელი არ ვარ, შემიძლია ფეხბურთი ბევრ ადამიანს ვასწავლო"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მატჩის წინ ისაუბრა და თქვა, რომ ფეხბურთის სწავლება ბევრი ადამიანისთვის შეუძლია. იტალიელის თქმით, ის სულელი არ არის და მეტოქეებს მოედანზე ბევრ სივრცეს არასდროს უტოვებს.

„სულელი არ ვარ, „ტოტენჰემში“ ვმუშაობ და ჩემი მიზანია, ფეხბურთელები საუკეთესო პირობებში ჩავაყენო, რათა მათ თავიანთი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ექვსი, შვიდი ან რვა გოლის გაშვების რისკი დაგვემუქრება. ინგლისში ეს ხშირად ხდება, მაგრამ ჩემს კარიერაში არასდროს მომხდარა. არ მიყვარს გახსნილი თამაში და მეტოქისთვის ბევრი სივრცის მიცემა, ექვსი, შვიდი ან რვა გოლის გაშვება. ინგლისში ტიტულები მოგებული მაქვს, ისევე, როგორც სხვაგან და ვფიქრობ, რომ შემიძლია ბევრ ადამიანს ფეხბურთი ვასწავლო.

ჩემი ფეხბურთელების თავისებურებებიდან გამომდინარე, გარკვეულ სიტუაციებში თავი უნდა დავიცვათ, შემდეგ კი თუ გვექნება საგოლე მომენტების შექმნის შანსი, ბევრი გოლის გატანაც შეიძლება“, - თქვა კონტემ.