62 წლის ესპანელი სპეციალისტი, რაფაელ ბენიტესი, უახლოეს ხანში, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს და ერთ-ერთი აუტსაიდერი, „ნოტინგემ ფორესტი“ ჩაიბაროს - გვამცნობს Sky Sports.
წყაროს ინფორმაციით, პრემიერლიგის მე-9 ტურში „ლესტერთან“ მარცხის შემდეგ (0:4), ნოტინგემელთა მთავარი მწვრთნელის, სტივ კუპერის სკამი საგრძნობლად შეირყა და მის გათავისუფლებასაც არაფერი უკლია. გუნდი 4 ქულით ბოლო ადგილზეა. მისი სავარაუდო შემცვლელი კი ბენიტესია.
ბენიტესის ბოლო სამუშაო ადგილი ინგლისურივე „ევერტონი“ გახლდათ.