„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხის (3:6) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რაც მოხდა მიუღებელია და ფეხბურთელებს ამის შესახებ დაელაპარაკება.
„მიკვირს, რატომ არ გავედით მოედანზე. სხვა გუნდი დავინახე, სხვა სულისკვეთება და დამაჯერებლად არ გამოვიყურებოდით. ჩემს ფეხბურთელებს უნდა დაველაპარაკო და გავარკვიო, რატომ მოხდა ეს. შეგვეძლო უკეთესი ვყოფილიყავით და რაც საბოლოოდ მოხდა, უბრალოდ მიუღებელია.
საკუთარი თავის რწმენა გვაკლდა. როცა საკუთარი თავის არ გჯერა, მატჩებს ვერ მოიგებ. ეს დამოკიდებულება მიუღებელია. უდისციპლინოები ვიყავით. ასეთ დროს პოზიტიურად ვერაფერს ვფიქრობ. ჩვენ გულშემატკივრებს ვაწყენინეთ, საკუთარი თავი დავთრგუნეთ და ძალიან იმედგაცრუებულები ვართ“, - განაცხადა ნიდერლანდელმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერს“ 7 მატჩში 12 ქულა აქვს მოპოვებული და მეშვიდე ადგილზეა.