„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა როი კინმა კრიშტიანუ რონალდუს უთამაშებლობაზე ისაუბრა და თავისი ყოფილი კლუბი პორტუგალიელის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
„რონალდუ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუნდაც, მას არ ჰქონდეს ტენ ჰაგის თამაშისთვის საჭირო მახასიათებლები, რონალდუს უთამაშებლობა მის მიმართ პატივისცემის ნაკლებობაა. არ შეიძლება ის კვირიდან კვირამდე სათადარიგო სკამზე იჯდეს“, - თქვა კინმა.
აღსანიშნავია, რომ ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ სიტისთან“ კრიშტიანუ რონალდუს უთამაშებლობა, სწორედ პატივისცემით ახსნა. როგორც მან თქვა, ასეთ თამაშში რონალდუს ჩართვა მისი კარიერის უპატივცემულობა იქნებოდა.