ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები რატომ არ ერთვებოდნენ სამუშაო ჯგუფში, უკვე ნათელი ხდება - მათ არ სურდათ კეზერაშვილის ოლიგარქად ცნობა

ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები რატომ არ ერთვებოდნენ სამუშაო ჯგუფში, უკვე ნათელი ხდება - მათ არ სურდათ კეზერაშვილის ოლიგარქად ცნობა

მათ არ სურდათ მათი რეალური დამფინანსებლისა და პოლიტიკაში ჩართული პირის, კეზერაშვილის ოლიგარქად ცნობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ეს მოდელი ჩვენ ავიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინასთან მიმართებაში ევროპული სტრუქტურების მხრიდან პოზიტიურადაა შეფასებული ეს პროექტი.

ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები რატომ არ ერთვებოდნენ ამ სამუშაო ჯგუფში, უკვე ნათელი ხდება და ხელის გულზე დევს იმ მოცემულობიდან, რაც არსებობს მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც ჩანს, ისინი იმიტომ არ იღებდნენ მონაწილეობას, რომ მათ არ სურდათ მათი რეალური დამფინანსებლისა და პოლიტიკაში ჩართული პირის, კეზერაშვილის ოლიგარქად ცნობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.