ბუფონმა დღეისათვის მსოფლიოს 5 საუკეთესო მეკარის ვინაობა დაასახელა

ბუფონმა დღეისათვის მსოფლიოს 5 საუკეთესო მეკარის ვინაობა დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, დღეისათვის მსოფლიოს 5 საუკეთესო მეკარის ვინაობა დაასახელა.

Spotskeeda-ს ინფორმაციით, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჟურნალისტებმა ბუფონს საუკეთესო ხუთეულის დასახელება სთხოვეს.

პირველი ადგილი მან „რეალის“ ბელგიელ მეკარე ტიბო კურტუას მიანიჭა. მეორე - მისი თანამემამულე, „პარი სენ-ჟერმენის“ კარის დარაჯი, ჯანლუიჯი დონარუმა აღმოჩნდა. მესამე - „ბაიერნის“ ოლივერ ნოიერი.

ხუთეულში ასევე მოხვდენენ მადრიდის „ატლეტიკოს“ სლოვენიელი მეკარე იან ობლაკი და „მილანის“ ფრანგი მაიკ მენიანი.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის ბუფონი ამჟამად „პარმაში“ თამაშობს, რომელიც იტალიის სერია B-ში ასპარეზობს.