„ლივერპული“ „ბენფიკას“ არგენტინელი ნახევარმცველით, ენცო ფერნანდესით დაინტერესდა - გვამცნობს O Jogo.
წყაროს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი გაყიდვის შემთხვევაში მსურველმა კლუბმა 120 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
„ლივერპული“ ასეთი თანხის გადახდას არ აპირებს და 2023 წლის ზაფხულს ელოდება, როცა შესაძლებელი იქნება „ბენფიკასთან“ მოლაპარაკების დაწყება. თავად ფერნადესსაც სურს სეზონის ბოლომდე ლისაბონურ კლუბში დარჩენა, რომლებთანაც კონტრაქტის ვადა 2027 წლის ზაფხულში ეწურება.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს „ლივერპულმა“ „ბენფიკასგან“ უკვე შეიძინა ურუგვაელი შემტევი, დარვინ ნუნიესი, რომლის გადაბირებაც მერსისაიდელებს ბონუსების ჩათვლით დაახლოებთ 100 მილიონი ევრო დაუჯდათ.