იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დროა კრიშტიანუ რონალდუმ კარიერა დაასრულოს.
„თუ აღარ შეგიძლია, უნდა დაასრულო. ეს ნებისმიერი სპორტის წესია. ის ფენომენი იყო. უამრავი ჯილდო მოიგო. დიდი ფული იშოვნა. მაგრამ დღეს აღარ არის არც „მანჩესტერ იუნაიტედის“ და არც პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი.“ - ციტირებს 40 წლის კასანოს სიტყვებს Marca.
28 სექტემბერს, ერთა ლიგის მატჩში, კრიშტიანუ ძალიან განაწყენდა ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ (0:1), რომლის შემდეგაც პორტუგალიის ეროვნული გუნდი ტურნირის ფლეი-ოფს მიღმა დარჩა.