დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ რვა შვილიშვილიდან ოთხს სამეფო ტიტულები ჩამოართვა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
სამეფო სახლის განცხადების თანახმად, დედოფალს სურს, რომ მისი უმცროსი ვაჟის, პრინც იოახიმის ოთხმა შვილმა „ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ“.
„2023 წლის 1 იანვრიდან პრინც იოახიმის შვილები მხოლოდ მონპეზას გრაფისა და გრაფინიას ტიტულებით ისარგებლებენ და პრინცისა და პრინცესის ტიტულებს ვეღარ გამოიყენებენ. წინა წლებში ანალოგიური ნაბიჯები ევროპის სხვა სამეფო ოჯახებმაც გადადგეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
53 წლის იოახიმს ოთხი შვილი ჰყავს, მათგან უფროსი 23 წლის, უმცროსი კი 10 წლისაა.