როკ-ჯგუფ Pink Floyd-ის თანადამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა პოლონეთში, მომდევნო წლის 21 და 22 აპრილს დაგეგმილი კონცერტები გააუქმა, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
მედიასაშუალების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი არის საზოგადოების აღშფოთება იმ პოზიციის გამო, რომელიც უოტერსმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დააფიქსირა.
ღონისძიების მასპინძელი დარბაზის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უოტერსის მენეჯერს გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავს.
მიმდინარე თვის დასაწყისში, უოტერსმა ღია წერილით მიმართა უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას, რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინაში მყოფი „ექსტრემალი ნაციონალისტები“ არიან დამნაშავეები იმაში, რომ უკრაინა „ამ კატასტროფული ომის გზაზე დააყენეს“.
უოტერსმა ასევე გააკრიტიკა დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო, დაადანაშაულა ვაშინგტონი და ნატო-ს რუსეთის პროვოცირებაში დასდო ბრალი.