დაღესტანში მოსახლეობა ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს

დაღესტანში მოსახლეობა ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს

დაღესტანში მოსახლეობა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ საპროტესტო გამოსვლებისას რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა.

მედია გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიცია ჰაერში გასროლით ცდილობდა აქციის მონაწილეების დაშლას.

ამასთან, უცხოური მედია წერს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიცია დემონსტრანტებს აკავებს.