Marca:

Marca: "მამარდაშვილმა ერთ წელიწადში ხარისხობრივად დიდი ნახტომი გააკეთა"

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ Marca-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ერთ წელიწადში განცდილ პროგრესზეა საუბარი.

„გიორგი მამარდაშვილისთვის 22 სექტემბერს დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართველ მეკარეს სულ რაღაც ერთი წლის წინ „ვალენსიაში“ ყველაზე ცუდი მომენტი ჰქონდა, რაც მას სასტარტოში ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა და სათადარიგო სკამზე 4 თვით დარჩა. ეს იყო მატჩი „სანჩეს პისხუანზე“ მატჩი „სევილია“ – „ვალენსია“ (3:1). ბორდალასმა მას „რეალთან“ მარცხის შემდეგ შანსი კიდევ მისცა, მაგრამ გოლი, რომელიც „სევილიასთან“ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაუშვა, ქართველის სასჯელი გახდა.

მამარდაშვილზე კლუბში ტექნიკური მოსაზრებაც საუკეთესო არ იყო, თუმცა ეჭვებიდან ის კლუბის აღმავალ ღირებულებაზე გადავიდა და ახლა კედლად ითვლება. ის ოთხი თვე ჩრდილში იყო. დიდი ტექნიკურ-ტაქტიკური შრომით, მონდომებითა და ამბიციურობით მან პირად ხარისხში დიდი ნახტომი გააკეთა. როცა კარში დაბრუნდა გაუმჯობესებული იყო, ჭრილობები მოირჩინა და მასზე ისწავლა. მასთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები მალევე დაიწყო და ხელის მოწერას 4 თვე დასჭირდება. ერთ წელიწადში მოახერხა გაუმჯობესებული ახალი კონტრაქტი დაიმსახურა, თითქმის 22 წლის ასაკში კი ლა ლიგის ტოპმეკარეებშია. მან იცოდა როგორ მოეშუშებინა ჭრილობები და ყველაფერი რეალობად ექცია“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიაში“ 27 მატჩი აქვს ჩატარებული და 12-ჯერ კარი მშრალად შეინახა.