მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ვარსკვლავური წყვილი, ლეონარდო დიკაპრიო და კამილა მორონე ერთმანეთს დაშორდნენ, უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები გამუდმებით იუწყენოდნენ, რომ ამის მიზეზი ამერიკელი მსახიობი იყო.
თუმცა როგორც ახლა გამოცემა Marca აცხადებს, მიზეზი შესაძლოა მოდელის უარი გამხდარიყო სამომავლო სერიოზულ ურთიერთობაზე.
როგორც იუწყებიან, ლეონარდოს კამილასთან ერთად ცხოვრება შემდგომ კი დაოჯახება სურდა, რაზეც მან უარი განაცხადა და მსახიობთან ურთიერთობის გაწყვეტა ამჯობინა.
აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით ვარსკვლავები არ ადასტურებენ, შესაბამისად შეესაბამება თუ არა გავრცელებული ხმები სიმართლეს, ჯერჯერობით უცნობია.