რონალდუ:

რონალდუ: "ჩემი ამბიციები მაღალია და მინდა ევრო 2024-ზე ვითამაშო"

პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იმედოვნებს, რომ ეროვნული გუნდთან ერთად ევრო 2024-ზეც ითამაშებს. მისი თქმით, ჯერ კიდევ აქვს ამბიცია იმისა, რომ ნაკრებს სარგებელი მოუტანოს.

"იმედი მაქვს, რომ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში კიდევ რამდენიმე წელი ვიქნები. ჯერ კიდევ ვგრძნობ მოტივაციას, ჩემი ამბიციები მაღალია და ეროვნული ნაკრებისკენ გზა ჯერ არ დასრულებულა. ბევრი კარგი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რომლებთანაც მუნდიალზე ვითამაშებ და ძალიან მინდა ევრო 2024-ზე მოხვედრაც" , - განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ ევროპის ჩემპიონატებზე 2004, 2008, 2012, 2016 და 2020 წლებში თამაშობდა. საფრანგეთში გამართული ევრო 2016 კი პორტუგალიელებისთვის ტრიუმფალური გამოდგა.