მადრიდის „რეალის“ 37 წლის ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, ხორვატიის ნაკრებში თამაშს 2024 წლამდე აპირებს. ამის შესახებ ხორვატიის ეროვნული გუნდის ექიმმა, ზორან ბახტიაროვიჩმა განაცხდა ფეხბურთელებთან დამშვიდობებისას. 30-წლიანი მუშაობის შემდეგ ის ნაკრებს ტოვებს.
„30 წელი დიდი დროა. წასვლა ლუკა მოდრიჩთან და უფროსი თაობის ფეხბურთელებთან ერთად მინდოდა, მაგრამ ლუკამ 2024 წლამდე დარჩენა გადაწყვიტა, ჩემთვის კი ამ მომენტამდე დარჩენა ძნელი იქნება (იცინის). თუმცა მწვრთნელს უკვე მოველაპარაკე, რომ ყატარიდან ერთ მედალს ჩამომიტანს.“- ციტირებს ბახტიაროვიჩის სიტყვებს ხორვატიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი ხორვატთა ეროვნულ გუნდში 2006 წლიდან თამაშობს და 152 მატჩით ნაკრების რეკორდსმენია.