„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა იანვარში ანტუან გრიზმანი გაიფორმოს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა იანვარში ანტუან გრიზმანი გაიფორმოს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგი თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი, რომელიც „ბარსელონას“ საკუთრებაა და მადრიდულ კლუბში იჯარით თამაშობს, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდეს. მანკუნიანელებს კვლავ გაუჩნდათ 31 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესი - გვამცნობს The Athletic.

წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება თუ „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ ვერ შეთანხმდებიან. ცნობილია, რომ გრიზმანი მინდორზე 30 წუთზე მეტს ვერ ატარებს, რადგან „ატლეტიკოს“ არ სურს კატალონიური კლუბისთვის 40 მილიონი ევროს გადახდა, რომელიც კონტრაქტშია გაწერილი, თუ ფრანგი გარკვეული რაოდენობის წუთებს ითამაშებს.