ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას პერიოდულად წამოცდენები აქვს, ზურაბ ჯაფარიძესაც წამოსცდა, რომ მათი ერთადერთი მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის შექმნაა

ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას პერიოდულად წამოცდენები აქვს, ზურაბ ჯაფარიძესაც წამოსცდა, რომ მათი ერთადერთი მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის შექმნაა

„რადიკალურმა ოპოზიციამ დაინახა, რომ ომის რიტორიკა არ არის მომგებიანი და პერიოდულად აქვთ წამოცდენები. ზურაბ ჯაფარიძეს წამოსცდა, რომ რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში მეორე ფრონტის შექმნა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს.

„ჩვენ ამ გზით ვერ წავალთ და ვერ გავყვებით მათ დღის წესრიგს. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა მიზნები, ეს არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში „უცნობის კიდობანში“ განაცხადა: „შეგიძლია გააკეთო მოძრაობები, თუნდაც რომ აიძულო რუსეთის რაღაც ნაწილები, აქ დააბა, ათი ათასი კაცი რომ გააჩერონ აქ, პატარა საქმე არ არის, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება“.