„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ჟურნალისტებთან საუბრისას, გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის ის ირანული კომპანია დაასანქცირა, რომელმაც საქართველოს ტერიტორია ორჯერ გადაკვეთა.
„ჩვენ მარტივი პრინციპები გვაქვს - სანქციებს არ ვუერთდებით, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტად. ესაა ჩვენი პრინციპი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ბოლომდე გავყვებით. ამ პრინციპს ვიცავდით დღემდე და მომავალშიც დავიცავთ. თუ დავინახავთ, რომ რომელიმე ქმედება სანქციებისთვის გვერდის ავლას ნიშნავს, ბუნებრივია, შესაბამისი პოზიცია გვექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.