ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც აუცილებლად დამტკიცდება პარლამენტის მიერ

ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც აუცილებლად დამტკიცდება პარლამენტის მიერ

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რაც მომზადდა სამუშაო ჯგუფის მიერ, ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. იყო 19 ძირითადი რეკომენდაცია და სწორედ ამ რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა კანონპროექტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან განსაკუთრებული ყურადღება ელექტრონული წესით ხმის მიცემასა და ელექტრონულ რეგისტრაციაზე.

„ეს დაინერგება საქართველოს მასშტაბით და მოიცავს ამომრჩეველთა მინიმუმ 70%-ს და შეიძლება იყოს 90% ან მეტი. ანუ, ამომრჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას მოიცავს ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ და რაც უზრუნველყოფს საარჩევნო პროცედურების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას - მოხსნის უამრავ საკითხს, რაც იდგა დღის წესრიგში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც აუცილებლად დამტკიცდება პარლამენტის მიერ“, - განაცხადა კობახიძემ.