„ნაპოლის“ მცველმა ჟუან ჟესუსმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის თამაშისგან სიამოვნებას იღებს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს ყოველთვის ერთ რჩევას აძლევს:
„კვარა ფენომენია, რომელიც მოედანზე სიამოვნებას იღებს. მე მას ვეუბნები, რომ სიამოვნების მიღება გააგრძელოს, დრიბლინგი ყოველთვის გააკეთოს, რადგან ეს მისი თვისებებია და თუ ასე გააგრძელებს, ძალიან კარგად ითამაშებს“, - თქვა ჟუან ჟესუსმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 21 წლის ქართველი ნახევარმცველის აქტივში ყველა ტურნირზე 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და ბერგამოს „ატალანტასთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 1 ოქტომბერს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.
ახლა, სანაკრებო პაუზა დაიწყო და ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებების წინააღმდეგ.