გატუზო:

გატუზო: "შეიძლება ერერინი დავიმატოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე მეკარე იქნება"

„ვალენსიაში“ 34 წლის იაგო ერერინი ვარჯიშობს, რომელთანაც შეიძლება ესპანურმა კლუბმა კონტრაქტი გააფორმოს. ერერინი „ღამურებს“ ხაუმე დომენეკის შემცვლელად სურთ, რადგან მან სერიოზული ტრავმა მიიღო და მიმდინარე წელს ვერ ითამაშებს. ჯენარო გატუზომ თქვა, რომ სანაკრებო პაუზის დროს ვეტერანი მეკარე „ვალენსიაში“ ივარჯიშებს და თუ მოეწონებათ, კონტრაქტს გაუფორმებენ.

„არ არის ლამაზი იმის თქმა, რომ ის მსუქანია ან 10 კილოგრამით მეტს იწონის. უბრალოდ ფიზიკურად გამორჩეული ბიჭია და სამი თვეა არ უვარჯიშია. ახლა ჩვენ ორი კვირა გვაქვს მატჩების გარეშე და ჩვენთან ივარჯიშებს, ამის შემდეგ გადავწყვეტთ დარჩება თუ არა.

არ არის საუბარი იმაზე, რომ კრისტიან რივეროს მეორე მეკარის როლშიც ვერ ვენდობით, უბრალოდ მას ლა ლიგაში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. ხაუმეს დაკარგვით გამოცდილი მეკარე დავკარგეთ და გვინდა, ის გამოცდილი მეკარით შევცვალოთ. იაგო ერერინი ჩვენთან კონტრაქტს თუ გააფორმებს, არ ნიშნავს, რომ მეორე მეკარე იქნება“, - თქვა გატუზომ.

აქვე გეტყვით, რომ „ვალენსიას“ პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია. რეალურად, გატუზო და „ვალენსია“ ხაუმეს შემცვლელს ეძებენ და სურთ, რომ სათადარიგო სკამზე ახალგაზრდა რივეროს გარდა, გამოცდილი მეკარეც ჰყავდეთ.