ვეტერანმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ სენეგალის ნაკრებში თამაშის არჩევანი უნდა გაეკეთებინა. მისი თქმით, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, საფრანგეთის ნაკრებში არ ითამაშებდა.
„უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, საფრანგეთის ნაცვლად ჩემი სამშობლოს, სენეგალის ნაკრებში თამაშს ავირჩევდი. როცა პატარა ვიყავი, მშობლებმა მომცეს არჩევანის უფლება და რადგან საფრანგეთში გავიზარდე, საფრანგეთი ავირჩიე. მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩემი არჩევანი პოლიტიკური გახდა. ერთ-ერთი მტკივნეული გაკვეთილი, რაც ამ პერიოდში ვისწავლე, ისაა, რომ როდესაც კარგად თამაშობ და იმარჯვებ, ფრანგი ხარ, როცა გუნდი აგებს, შენ უკვე სენეგალელად გთვლიან“, - აღნიშნა ევრამ.
შეგახსენებთ, რომ პატრის ევრა სენეგალის დედაქალაქ დაკარშია დაბადებული, საფრანგეთის ნაკრებში კი 2004-2016 წლებში 81 მატჩში ითამაშა, გოლი კი არ გაუტანია.