ინგლისში 6 წლის წინ დაკარგული კატა სახლიდან 500 მეტრში, ბუჩქის ქვეშ იპოვეს 

ინგლისში 6 წლის წინ დაკარგული კატა სახლიდან 500 მეტრში, ბუჩქის ქვეშ იპოვეს 

ინგლისში, დარჰემის 6 წლის წინ დაკარგული კატა სახლიდან 500 მეტრში, ბუჩქის ქვეშ იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა Metro წერს.

78 წლის პოლინ რობინსონს და 81 წლის ტრევორ რობინსონს კატა ჯორჯი 6 წლის წინ გაექცათ. რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ მათ იფიქრეს, რომ კატა მოკვდა და მის პატივსაცემად მემორიალური დაფაც დაამზადეს.

რამდენიმე დღის წინ პოლინს და ტრევორს ცხოველთა დაცვის სამეფო საზოგადოების თანამშრომლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ჯორჯი მათი სახლიდან 500 მეტრში იპოვეს.

„ნამდვილი სასწაულია. არ გვესმის, როგორ აღმოჩნდა ასე ახლოს. ამ ქუჩაზე ჩემი შვილი ცხოვრობს და იქ ხშირად ძაღლთან ერთად ვსეირნობთ. ალბათ, ჯორჯი ვიღაცამ შეიფარა“, - განაცხადა პოლინ რობინსონმა.