კვარაცხელია

კვარაცხელია "მილანთან" "სან სიროზე" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის მთავარ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანს“ „სან სიროზე“ ესტუმრება და ქართველი სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

როგორც სხვადასხვა იტალიური გამოცემები წერენ, ლუჩანო სპალეტი ქართველ შემტევს ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში გაამწესებს. ხვიჩასთან ერთად „ნაპოლის“ შეტევას დიდი ალბათობით მატეო პოლიტანო და ჯაკომო რასპადორი გაამაგრებენ.

ეს მატჩი ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობისაა, რადგან 14-14 ქულით ლიდერობენ სატურნირო ცხრილს („ატალანტასთან“ ერთად). შეიძლება ითქვას, სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ნაპოლისთვის“ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია.

აქვე გეტყვით, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.