“კიმ კარდაშიანი ანა ვინტურმა დააიგნორა” – უხერხული მომენტი Fendi-ის ჩვენებაზე

“კიმ კარდაშიანი ანა ვინტურმა დააიგნორა” – უხერხული მომენტი Fendi-ის ჩვენებაზე

მოდის კვირეულის ციებ–ცხელება გრძელდება. სამყაროს ყურადღების ცენტრში ნიუ–იორკის მოდის კვირეულია, რომელზეც ერთ–ერთი ყველაზე საყურადღებო Fendi-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება გახლდათ.

საზოგადოების ყურადღება ამჯერად არა ბრენდის უახლესი სამოსის ჩვენებამ, არამედ უხერხულმა მომენტმა მიიპყრო.

ერთმანეთის გვერდით მდგომი კიმ კარდაშიანი და სარა–ჯესიკა პარკერი აღფრთოვანებას გამოხატავდნენ შოუს კულმინაციის დროს, როდესაც მათკენ მიმავალმა ანა ვინტურმა რეალითი შოუს ვარსკვლავი დააიგნორა და პირადად მხოლოდ Sex And The City-ის ვარსკვლავი მოიკითხა.