მადრიდის „რეალს“ 54 წლის განმავლობაში სეზონის საუკეთესო სტარტი აქვს - გვამცნობს Marca.
„სამეფო კლუბმა“ 2022/23 წლების სეზონის რვავე მატჩი მოიგო. ასეთივე შედეგი ჰქონდათ მათ 1961/62 წლებში.
ჯერჯერობით უკეთ „რეალმა“ 1968/69 წლების სეზონი დაიწყო, როცა სტარტზე მიჯრით 11
შეხვედერაში გაიმარჯვა. დღევანდელ გუნდს ამ შედეგის გაუმჯობესებაც შეუძლია.
მომავალ შეხვედრას „რეალი“ პრიმერაში 18 სექტემბერს გამართავს სტუმრად, თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან.“