ცუდი შედეგების მიუხედავად, „იუვენტუსი“ მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის არ გაათავისუფლებს - გვამცნობს Sky Sport Italia.
წყაროს ინფორმაციით, კლუბში შეშფოთებულნი და იმედგაცრუებულნი არიან ცუდი შედეგიანობის გამო. ამჯერადაც „ბებერმა ქალბატონმა“ პირველმა გაიტანა და ისევ წააგო. თუმცა ალეგრის გადაყენების საკითხი არ დგას.
„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო ორივე შეხვედრა წააგო - „პარი სენ-ჟერმენთან“ (1:2) და „ბენფიკასთან“ (1:2). სერია A-ში კი ორი მატჩი მოიგო და ოთხი ფრედ დაასრულა.
შემდეგ მატჩს „იუვენტუსი“ სერია A-ში 18 სექტემბერს ჩაატრებს „მონცას“ წინააღმდეგ.