დიდ ბრიტანეთში, 23 წლის გოგოს ინიციატივით, 127 ძაღლს ფილმი აჩვენეს. ეს ახალი მსოფლიო რეკორდია.
ძაღლებმა, პატრონებთან ერთად, ფილმი „101 დალმატინელი“ ნახეს.
ღონისძიების ორგანიზატორი იმედოვნებდა, რომ კინოჩვენებაზე 200 ძაღლის შეკრებას შეძლებდა, თუმცა 127 შინაური ცხოველიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ რეკორდი დამყარებულიყო.
ამ დრომდე, რეკორდი ბრაზილიაში დამყარდა - 2019 წელს, კინოჩვენებისთვის მოწყობილ სივრცეში 120 ძაღლი შეკრიბეს და „შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება 2“ აყურებინეს.