ფრანგული კინოს ლეგენდა ჟან-ლუკ გოდარი 13 სექტემბერს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა ჟურნალმა Libération-მა გაავრცელა.
გოდარი ყველაზე მეტად ფრანგულ ახალ ტალღასთანაა დაკავშირებული: 1960 წელს გადაღებული სადებიუტო ნამუშევრით Breathless (უკანასკნელ ამოსუნთქვამდე) საყოველთაო აღიარება მოიპოვა. ის ასევე რეჟისორია ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორებიცაა Contempt (ზიზღი), Pierrot le Fou (შეშლილი პიერო) და Vivre Sa Vie.
რეჟისორის ბოლო სრულმეტრაჟიანი ფილმი The Image Book 2018 წელს გამოვიდა. 2021 წელს კერალას საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორმა განაცხადა, რომ სარეჟისორო კარიერას მალე დაასრულებდა, მანამდე კი 2 ახალ ფილმს გამოუშვებდა.