ჰოლანდი „სიტიში“ წელიწადში ჯამაგირად 22,5 მილიონ ევროს მიიღებს

ჰოლანდი „სიტიში“ წელიწადში ჯამაგირად 22,5 მილიონ ევროს მიიღებს

ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ სიტის“ ახალწვეული, ერლინგ ჰოლანდი, კვირაში ჯამაგირად 433 ათას ევროს იღებს, რაც წელიწადში 22,5 მილიონი გამოდის - გვამცნობს The Sun.

მასზე მეტი ანაზღაურება „სიტიში“ მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს - ნახევარმცველ, კევინ დე ბრუინს. 2021 წლის აპრილში გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ბელგიელის ხელფასი კვირაში 462 ათასი ევროა, რაც წელიწადში 24 მილიონს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში „სიტის“ მაისურით 22 წლის ნორვეგიელმა 8 მატჩში 12 ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.