„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბის შეთავაზებაზე უარი თქვა - გვამცნობს Mirror.
კლუბმა, რომლის სახელსაც არ ასაჯაროებენ, პორტუგალიელს ჯამაგირად წელიწადში 240 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ კრიშტიანუმ უარი შეუთვალა.
თუმცა, გამოცემა იმასაც ამატებს, რომ 37 წლის რონალდუ უკმაყოფილოა იმ მცირე სათამაშო დროით, რომელსაც „იუნაიტედში“ იღებს. ამოტომ, გამორიცხული არ არის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას საუდური კლუბის წინადადება მიიღოს.