გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ არჩევნებზე მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობით დასახლებული ადგილები გაყალბებისთვის დაიტოვოს

გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ არჩევნებზე მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობით დასახლებული ადგილები გაყალბებისთვის დაიტოვოს

„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ არჩევნებზე მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობით დასახლებული ადგილები გაყალბებისთვის დაიტოვოს, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„არჩევნების ელექტრონულ სისტემას ვითხოვდით ჩვენ, ოღონდ არა 70, არამედ 100%-ში. მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობით დასახლებული ადგილები უნდათ, რომ გაყალბებისთვის დაიტოვონ. აი, ეს არის რეალურად რატომაც გამოვიდა ახლა ამ ინიციატივით კობახიძე, რომ 2-3 წელიწადში ვერ შევძლებთ 100%-ის დაფარვას და 70%-ს დავფარავო. რას დავფარავო?! სადაც ნაკლებად გვქონდა რესურსი გაყალბებისო?! აი, სადაც ვაყალბებდი იმას დავიტოვებ ისე, როგორც არისო. ამ თაღლითობასაც აუცილებლად საზოგადოებას ვეტყვით და ვამბობთ, რომ არა 70, არამედ 100“, - აღნიშნა ვაშაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივით, საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება.