სამკურნალო მასაჟს არ აქვს მხოლოდ სარელაქსაციო დანიშნულება, იგი გამოიყენება ისეთი კუნთოვანი პრობლემების სამკურნალოდ როგორიცაა კუნთის დაჭიმულობა, გადატვირთვა და ა.შ. სამკურნალო მასაჟი იგეგმება და ტარდება ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. სამკურნალო მასაჟის ჩატარება შესაძლებელია ,,ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში. სამკურნალო მასაჟზე დეტალურიბ ბინფორმაციის გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.rehabilitation.ge
რა არის სამკურნალო მასაჟი?
სამკურნალო მასაჟი მკურნალობის მეთოდია, რომელიც გულისხმობს რბილი ქსოვილების დამუშავებას ისეთი შედეგების მისაღებად, როგორიცაა კუნთოვანი სპაზმის მოხსნა, ტკივილის შემსუბუქება,სისხლის მიმოქცევის და კუნთის მოქნილობის გაუმჯობესება და ა.შ.
ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით შესაძლოოა ჩატარდეს :
• შვედური მასაჟი - იდეალურია კუნთოვანი სპაზმის მოსახსნელად და სხეულის ზოგადი რელაქსაციისათვის. ამ დროს დუნდება კუნთები, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, მცირდება კუნთოვანი ტკივილი და დისკომფორტი. შვედური მასაჟი ეყრდნობა ხუთ ძირითად მოძრაობას. ესენია: სრესა, თელვა, ვიბრაცია, ხელსმა და ბერტყვა.
● ღრმა ქსოვილების მასაჟი - შეუცვლელია კუნთების ქრონიკული დაჭიმულობის და სპაზმის დროს. ამ მეთოდის მთავარი სამიზნე კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილის ღრმა ფენებია. განსაკუთრებით სასარგებლოა ზურგის ქრონიკული ტკივილის დროს.
● სამიზნე წერტილების თერაპია (Trigger Point Therapy) - ამ მეთოდით თერაპევტი ცერა თითით, თითის წვერით ან იდაყვით ეხება იმ კონკრეტულ წერტილებს, რომელიც არის ტკივილის მთავარი მიზეზი. ზეწოლა ფიქსირდება 4-8 წამი. თერაპია აჩქარებს აღდგენის პროცესს, ამცირებს ტკივილს და კუნთოვან სპაზმს.
● მიოფასციალური მასაჟი : მეთოდი გულისხმობს რბილ ზეწოლას მიოფასციალურ ქსოვილზე. მასაჟი ამცირებს ტკივილს და აჩქარებს აღდგენით პროცესს.
● ლიმფოდრენაჟის მასაჟი: გამოიყენება პოსტოპერაციულ პერიოდში, ლიმფედემის, შეშუპებიდ დროს. ამ ტიპის მასაჟი ხელს უწყობს ლიმფის ბუნებრივ მოძრაობას, ამცირებს შეშუპებას და აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციას.
● სპორტული მასაჟი - მასაჟის ეს სახეობა აუმჯობესებს კუნთის მოქნილობას, აჩქარებს კუნთების აღდგენის პროცესს. ხშირად გამოიყენება შეჯიბრებამდე ან მის შემდეგ. სპორტული მასაჟი ასევე მნიშნელოვანია სპორტული დაზიანებების რეაბილიტაციის პროცესში.
,,ახალი ხედვის არეაბილიტაციო ცენტრში, თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად ხდება მკურნალობის გეგმის შედგენა მათი დიაგნოზის, ფიზიკური მდგომარეობისა და რეაბილიტაციის მიზნების გათვალისწინებით.