ეს ნაძირალა გაბიტაშვილი ხომ გახსოვთ, დუბაის პროვოკატორი? როდესაც მოქალაქეობა შეუწყდა, ერთი ამბავი ატეხა - სახელმწიფო პოლიტიკურად მებრძვისო. ახლა თურმე აღუდგენიათ მოქალაქეობა და ბრძოლით მივაღწიეო,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციონერ აქტივისტ, ლაშა გაბიტაშვილზე.
ქადაგიძის თქმით, გაბიტაშვილის მსგავსი ამორალური ხალხით არის დაკომპლექტებული დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია.
„ეს ნაძირალა გაბიტაშვილი ხომ გახსოვთ, დუბაის პროვოკატორი? როდესაც მოქალაქეობა შეუწყდა, ერთი ამბავი ატეხა - სახელმწიფო პოლიტიკურად მებრძვისო. ახლა თურმე აღუდგენიათ მოქალაქეობა და ბრძოლით მივაღწიეო... ანუ რა მოხდა, პროვოკატორო, შენი შეეშინდა სახელმწიფოს და ამიტომ დაიბრუნე მოქალაქეობა? აი ასეთი ამორალური ხალხით არის დაკომპლექტებული დღეს რადიკალური ოპოზიცია, ასეთი უპრინციპო ნაძირლებით არის სავსე დაჭაობებული პროტესტი. როდესაც მათთვის რაიმე მიუღებელი ხდება, თურმე ქვეყანა ებრძვით და პოლიტიკურ სიბრტყეში გადაჰყავთ მოცემულობა, ხოლო როდესაც მათთვის კარგი ხდება - ამას ბრძოლის შედეგად ასაღებენ. მერე წავა ეს ამორალური არსება, დაჯდება ტვ პირველის ეთერში და მორალს წაუკითხავს საზოგადოებას!!!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.