ეს ნაძირალა გეცნობათ ალბათ, ნაცების პროვოკატორი და 30 კაციანი აქციების 27-ე წევრი. მახსოვს, რამდენიმე კვირის წინ შეყარა მთელი ქვეყანა, მოქალაქეობა ჩამომართვეს და მთავრობა ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებსო, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ოპოზიციონერ აქტივისტ ლაშა გაბიტაშვილზე.
მისი განცხადებით, გაბიტაშვილისთვის მთავრობას მოქალაქეობა აღუდგენია, ვინაიდან, როგორც ჩანს, მათ "შეეშინდათ" და სხვა გზა აღარ ჰქონდათ. მეგრელიშვილის თქმით, ლაშა გაბიტაშვილი იმდენად მდაბიოა, რომ სამართლიანი სახელმწიფოსთვის მადლობის თქმასაც ვერ ახერხებს.
"ეს ნაძირალა გეცნობათ ალბათ, ნაცების პროვოკატორი და 30 კაციანი აქციების 27-ე წევრი. მახსოვს, რამდენიმე კვირის წინ შეყარა მთელი ქვეყანა, მოქალაქეობა ჩამომართვეს და მთავრობა ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებსო. არ დატოვა ნაცების ტელევიზია, სადაც არ ჩამოჯდა და არ იტირა ამ ფაქტის გამო.
აგერ, მოქალაქეობა აღუდგენია მთავრობას, როგორც ჩანს მისი მაგრად შეეშინდა და სხვა გზა აღარ ჰქონდა, ამ ბრბოს უსინდისობა მთელი ქვეყნისთვის ნათელი და ცხადია.
მათ შორის გაბიტაშვილის, რომელიც იმდენად მდაბიოა, რომ მადლობის თქმასაც ვერ ახერხებს სამართლიანი სახელმწიფოსთვის. არა, მისი მადლობა კი არ უნდა ვინმეს, მაგრამ სახის შენარჩუნებისთვის გამოადგებოდა, უბრალოდ..." - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.