ირაკლი კობახიძე „ხალხის ძალაზე“: ისინი უმრავლესობაში რჩებიან - დასამალი არაფერია, ფარულად არაფერი კეთდება

ირაკლი კობახიძე „ხალხის ძალაზე“: ისინი უმრავლესობაში რჩებიან - დასამალი არაფერია, ფარულად არაფერი კეთდება

ისინი უმრავლესობაში რჩებიან - დასამალი არაფერია, არაფერი ფარულად არ კეთდება. უთანხმოება ერთ საკითხზე გვაქვს, მაგრამ ისინი უმრავლესობის წევრები არიან და მათი ხმები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ხალხის ძალაზე“ საუბრისას განაცხადა.

„ისინი აღარ არიან ჩვენი პარტიის წევრები და შესაბამისად ფრაქციის წევრები, მაგრამ ისინი რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად. ყველა ქვეყანაშია გავრცელებული ეს პრაქტიკა - აუცილებელი არ არის, რომ უმრავლესობა შედგებოდეს ერთი პარტიის წარმომადგენლებისგან. მათ ნათქვამი აქვთ, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენს საპარლამენტო ინიციატივებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენს ფრაქციას 80 ხმა გვაქვს საქართველოს პარლამენტში, გადაწყვეტილებების მიღებას 76 ხმა სჭირდება და მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ხმების რეზერვი გვქონდეს. მათ, მართალია, პარტია დატოვეს, თუმცა მხარს უჭერენ უმრავლესობის პოზიციებს. ჩვენთვის თითოეული პარლამენტარის ხმა მნიშვნელოვანია, რათა სტაბილური უმრავლესობა არსებობდეს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, მარტივი ასახსნელია, რაც საზოგადოებამ იხილა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

10 სექტემბერს კაჭრეთში, „ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით სამუშაო შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატებიც ესწრებოდნენ.