სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური შეტაკება გრძელდება, - განაცხადეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
„ინტენსიური სროლა, რომელიც აზერბაიჯანული მხარის ფართომასშტაბური პროვოკაციის შედეგად დაიწყო, გრძელდება. სომხეთის შეიარაღებული ძალები პროპორციულ პასუხს იძლევიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის პირად შემადგენლობაში დანაკარგებია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა.