აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის პირად შემადგენლობაში დანაკარგები არის.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა.
მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.