მოზილეთ ფქვილით, თხილით, კარაქით, მარილით კვერცხის გულით, შაქრის პუდრით და ფორთოხლის ცედრით ცომი. გაახვიეთ ცელოფანის პარკში და 1 საათით მაცივარში შედეთ.
ღუმელი გაახურეთ 2000-ზე. ცომი 23 სმ დიამეტრზე გააბრტყელეთ და ჩადეთ ცხიმწასმულ ყალიბში, დაჩხვლიტეთ. დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი, დააყარეთ 500 გ ხმელი მუხუდო და შედგით ღუმელში ქვედა თაროზე. 20 წუთის შემდეგ გამოიღეთ, ქაღალდი და მუხუდო მოაშორეთ. ისევ შედგით ღუმელში 5-10 წუთით. გააცივეთ.
მოამზადეთ კრემი ინსტრუქციის მიხედვით, ოღონდ ღვინით და ფორთოხლის წვენით. ფრთხილად შეურიეთ ათქვეფილი არაჟანი. კრემი ჩადეთ ბისკვიტში, გაასწორეთ და შედეთ მაცივარში 30 წუთით.
ხენდრო დაჭერით, დაალაგეთ გაცივებულ კრემზე. მოცხარის წვენით და წითელი ტორტის მოსასხმელით მოამზადეთ მოსართავი, მოასხით ნამცხვარს და გააცივეთ.
14 ულუფისთვის საჭიროა:
200 გრამი ფქვილი,
80 გრამი გახეხილი თხილი,
175 გრამი კარაქი,
1 მწიკვი მარილი,
80 გრამი შაქრის პუდრი,
1 კვერცხის გული,
1 ფორთოხლის ცედრა,
1 პაკეტი მოხარშული კრემი,
325 გ წითელი ღვინო,
6 ს/კ ფორთოხლის წვენი,
125 გ არაჟანი,
750 გ ხენდრო,
1 პაკეტი ტორტის წითელი მოსასხმელი,
250 გ წითელი მოცხარის წვენი.