„ნაპოლიმ“ სიურპრიზი გაუკეთა პატარა ბავშვს, რომელიც ფლორენციაში, „ფიორენტინასთან“ შეხვედრას დაესწრო, მაგრამ მაინც ყურადღების ცენტრში მოხვდა.
ფრანგი ბავშვი სახელად ანტუანი, „ნაპოლის“ გულშემატკივარია და „არტემიო ფრანკიზე“ მატჩს დაესწრო, მაგრამ სტიუარდებმა მას აიძულეს, რომ „ნაპოლის“ მაისური უკუღმა ჩაეცვა, რათა ადგილობრივ ფანებს ადვილად ვერ შეემჩნიათ, რომ მეტოქე გუნდის ფანი იყო. სწორედ ამიტომ, ნეაპოლური გუნდის ხელმძღვანელობამ მას სიურპრიზი გაუკეთა.
ჯერ მას „ლივერპულთან“ თამაშზე დასწრების საშუალება მისცეს, შემდეგ კი ბაზაზე, კასტელ ვოლტურნოში უმასპინძლებს, სადაც ფეხბურთელებს შეხვდა, მათთან ერთად ითამაშა, ავტოგრაფები მიიღო და ფოტოები გადაიღო.
ეს ნამდვილად ლამაზი ჟესტი იყო „აძურის“ მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ანტონიო „ნაპოლის“ ვარჯიშზე ხვიჩა კვარაცხელიას 77-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა.