ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე სტატუსი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოაქვეყნა. ლინეკერი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებული დარჩა და აღნიშნა, რომ ისეთივე რთულია მისი შეჩერება, როგორც მისი გვარის წარმოთქმა:
„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ამაღელვებელი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ის „ლაციოს“ წინააღმდეგ ვნახე და შესანიშნავი იყო. მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა“, - წერს ლინეკერი.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა და „ლივერპულთან“ შეხვედრაში (4:1) საგოლე პასი გააკეთა, გარდა ამისა, ორ გოლში მიიღო მონაწილეობა.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 10 სექტემბერს, „სპეციასთან“ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსს“ გასვლაზე შეხვდება.