Marvel-ის ფილმში მონაწილეობა სახალისო იქნებოდა — კიმ კარდაშიანი

Marvel-ის ფილმში მონაწილეობა სახალისო იქნებოდა — კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში სამსახიობო კარიერის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ ფილმებში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს. მოდელის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმები არ აქვს, თუმცა მსახიობობაზე პირდაპირ უარის თქმას არ აპირებს.

"გავაგრძელებ თუ არა მსახიობობას? თუ რამე სახალისო გამოჩნდა, ვითამაშებდი. მაგალითად, Marvel-ის ფილმში მონაწილეობა სახალისო იქნებოდა. მართალია, აქტიურად არაფერს ვეძებ, მაგრამ ყველაფერ მაშინ ხდება, როცა საჭიროა", — განაცხადა კიმ კარდაშიანმა.

კიმ კარდაშიანმა 2013 წელს ტაილერ პერის ფილმში, სახელად Temptation: Confessions of a Marriage Counselor მიიღო მონაწილეობა. 2021 წელს კი კიმმა მულტფილმ Paw Patrol-ის ერთ-ერთი პერსონაჟი გაახმოვანა. როგორც კიმი ამბობს, Paw Patrol-ის მეორე ნაწილში ისევ გამხმოვანებელი იქნება.

ამ ეტაპზე კიმ კარდაშიანი The Kardashians-ში აგრძელებს მონაწილეობას, რომლის მეორე სეზონი 22 სექტემბერს გამოვა. კარდაშიან-ჯენერების თავდაპირველი რეალითი შოუ Keeping up with the Kardashians 20 სეზონის შემდეგ, 2021 წელს დასრულდა. ცოტა ხნის წინ კი კარდაშიანებმა თავიანთი რეალითი შოუს ახალი სეზონის გამოსვლა დააანონსეს.