რამდენიმე კვირის წინ თუ ყველა პურის გაძვირების მოლოდინში იყო, ახალ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მეწარმეებმა უკვე აქტიურად დაიწყეს საუბარი ძირითადი მოხმარების პროუქტის გაიაფების შესაძლებლობაზე. ხორბლის მოსავლისა და რეალიზაციის მხრივ ვითარება დადებითია როგორც საერთაშორისო ბაზრებზე, ისე საქართველოში.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას ინფორმაციით, რუსეთში გაყიდული ფქვილის ყოველი მე-3 ტომარა საქართველოზე მოდის. ეს ყველაფერი კი საფრთხის შემცველია ქვეყნის გრძლვადიანი სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართულებით.
„სეზონის განმავლობაში რუსეთიდან ექსპორტირებულია 488 ათასი ტონა ფქვილი, საიდანაც 138 ათასი ტონა უშუალოდ საქართველოს ბაზარზე მოდის. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიერ გაყიდული ყოველი მესამე ფქვილის ტომარა საქართველოს ბაზარზე მოდის. ეს საკმაოდ რთული სიტუაციაა. ჩვენ ფაქტობრივად, რუსეთის მთლიანი ექსპორტის 28% გვიკავია.
დღეს არის ის პერიოდი, როდესაც ხორბალი და ფქვილი, გარკვეულწილად, საქართველოში ბალანსდება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი გრძელვადიანი იყოს, რათა მსხვილმა წისქვილკომბინატებმა შეძლონ ოპერირების გაგრძელება და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სადაც დავსვამთ საკითხს, რომ მოცემულ ტენდეციას ყურადღება მიექცეს“, - აცხადებს ლევან სილაგავა.
თუმცა, ამჟამინდელ ვითარებას სულაც არ მიიჩნევენ დრამატულად საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციაში. პირიქით, ისინი თვლიან, რომ ვითარება სულ უფრო უმჯობესდება და შესაძლოა, მალე პური 10 თეთრითაც გაიაფდეს. ასოციაციის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ ადგილობრივი წიქსვილებიც ამუშავდება.
„ამ პერიოდს ჰქვია ალოობა, ანუ ხორბლის აღების პერიოდი. ამ პერიოდში, ალბათ, მოხდება ფასების სტაბილიზაცია და დაბლა წამოსვლა. შარშანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, ხორბალთან დაკავშირებით მსოფლიო ბირჟებზე 500 დოლარი და კიდევ მცოცავი საბაჟო გადასახადი იყო და ძალიან დიდი ფასები არსებობდა, წელს დაახლოებით 340 დოლარია.
საქართველოში ხორბლის კარგი მოსავალი მოვიდა. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მგონი 150 ათასი ტონა იქნება. ეს გამოიხატება ახლა ფასებშიც, როდესაც დღეს საქართველოში ერთი ტომარა ფქვილის ფასი 76-77 ლარია.
გვაქვს იმედი, რომ ამუშავდება ადგილობრივი წიქსვილებიც. პატარები უკვე ამუშავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფქვილის კონკურენციაც იქნება. სიმართლეს შევხედოთ, რაოდენობას ყოველთვის განსაზღვრავს ფასი, რადგან როდესაც ფასი შედარებით დაბალია, მაშინ უფრო მეტი იყიდება. რა თქმა უნდა, მეწარმე ყოველთვის დაინტერესებულია, რომ მას მეტი პროდუქცია გაეყიდოს. აქედან გამომდინარე, საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს ფასის ცვლილება კლებისკენ.
საუბრობენ, რომ ფქვილის ფასი კიდევ დაიკლებს, რადგან რუსეთსდიდი მოსავალი მოუვიდა. როდესაც პროდუქცია ბევრია, მისი დაბინავება ადვილი არ არის, ამიტომ ამ დროს რეალიზაცია აქტიურდება. რუსეთში უამრავი კერძო მეურნეობაა, რომლებიც ახლა რეალიზაციას ახდენენ, ამიტომ, რა თქმა უნდა, დამატებით გაიაფების რეალური მოლოდინი არსებობს“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
გაიაფების გარდა, რუსეთში საგრძნობლად შემცირდა მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადი, რამაც საქართველოში ხორბლის შემოტანა განაახლა და, შესაბამისად, ქვეყანაში წისქვილების ნაწილი ისევ ამუშავდა.
მსოფლიოში ხორბლის გაიაფებასა და რუსეთში საბაჟოგადასახადის შემცირებას კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი ემატება.საქმე ისაა, რომ 10 სექტემბრიდან ყაზახეთი მარცვლეულისა დაფქვილის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს გააუქმებს.
„მიმდინარე წელს 13 მლნ ტონა ხორბლის აღება იგეგმება, რაცგასული წლის მოსავალს 12%-ით აღემატება. შიდა მოხმარებისთვის, დაახლოებით, 6.5 მლნ ტონაა საჭირო. მიღებულია გადაწყვეტილება 2022 წლის 10 სექტემბრიდან მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შესახებ“, - ნათქვამია ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ყაზახეთში ფქვილისა და მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვა 2022 წელს შემოიღეს, რისი ვადაც 30 სექტემბერს იწურებოდა. მოქმედი კვოტა ზღუდავდა ქვეყნიდან 550 ათას ტონაზე მეტი მარცვლეულისა და 370 ათას ტონა ფქვილზე მეტის გატანას.
დემოკრატიული დასავლეთი დედი ხმით გაჰკიოდა ----------------რუსეთის ომის გამო, ოდესიდან აფრიკის გაჭირვებულ ქვეყნებს, უკრაინულ ხორბალს ვეღარ ვაწვდით, იქ ხალხი შიმშილისაგან იხოცება და ჩქარა ოდესის პორტიდან ხორბლის გატანის საშუალება მოგვეცით, თორე დაიხოცა აფრიკაში ხალხი შიმშილითო
ასე იყო თუ ისე გახსნეს ოდესის პორტი და დაიწყეს ხორბლის გატანა
ერთ თვეში გაიტანეს 87 გემი ხორბალი...
და სად წაიღეს ის ხორბალი იციიით?.............აფრიკაში კი არა---- 87 გემიდან მხოლოდ 2 გემი მივიდა გაჭირვებულ აფრიკამდე, დანარჩენი 85 გემი ამერიკა ევროპამ თვითონ წაიღო
ისე კანეშნა წაიღებდნენ ....................... ეგ ხორბალი თურმე იმ 17 მილიონ ჰექტარ მიწაზე ეთესა, ამერიკულმა სამმა კორპორაციამ უკრაინაში რომ ზელინსკისაგან შეისყიდა,...ჰოოოდა იმ მიწაზე მოყვანილ ხორბალს წაიღებდნენ, აბა რას იზამდნენ
უბრალოდ სადამდე მიდის იმათი ჩათლახობა იმას ვამბობ, თორემ თავიააანთი ხორბალი კანეშნა უნდა წაეღოთ
ეგ იყო იმათი მთავარი მუცლის გვრემა ....ჩადებული ფული ეკარგებოდათ
თქვენ მერე ის ნახეთ პუტინი ტუ იმ 17 მილიონ ჰექტარს კონფისკაციას გაუკეთებს....პარადი მერე ნახეთ
თან ეს დედამიქინძულები როგორ ცდილობენ, რომ ქაქი ოქროდ შემოგვასაღონ, თეთრი შავად და შავი კიდევ თეთრად. და თუ არ დავუჯერეთ და ის ქაქი ვერ შემოგვასაღეს, მაშინ ეგრევე ვრაგ ნაროდა ვართ
მხოლოდ პირადი ინტერესები, პირადი, დანარჩენიიი ...................ხალხიც და მსოფლიოც კიტრზე ჰკიდიათ
ხალხი უბრალო არსებად, გადააქციეს .... დაახლოებით ჭიანჭველას დონის ...........დაჟე ხალხი არჩევნებისთვისაც აღარ სჭირდებათ (ტრამპის ამბავი)
აი პროპორციული არჩევნებიც ეგააა, ეგ