პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ მარსელო დაიმატა. ინფორმაცია საბერძნეთის ჩემპიონის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა.
34 წლის მარსელო თავისუფალი აგენტი იყო და შესაბამისად, ბერძნული ფეხბურთის გრანდში უფასოდ გადავიდა. მან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, მარსელომ კარიერა „ფლუმინენსეში“ დაიწყო, 2007 წლის იანვრიდან მიმდინარე ზაფხულამდე კი მადრიდის „რეალში“ თამაშობდა, რომლის მაისურით 546 შეხვედრაში 36 გოლის გატანა შეძლო.