„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი სატრანსფერო ბაზარზე მუშაობით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულის მოგება შეუძლია.
„ვფიქრობ, შესანიშნავი სეზონი შეიძლება გვქონდეს. დადებით რაღაცებს ვხედავ და ჩვენ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. სატრანსფერო ბაზარზე გუნდურად ვიმუშავეთ და შთამბეჭდავი ძალისხმევა გავიღეთ. კმაყოფილი ვართ, გვყავს გუნდი, რომ ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ, ახლა კი ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ზაფხულში საკმაოდ გაძლიერდა და რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, ფრანკ კესი, ანდრეას კრისტენსენი, ექტორ ბელერინი, ჟულ კუნდე და მარკოს ალონსო დაიმატა.