მიწისძვრის გამო ლიხტენშტაინის პარლამენტში მიწისძვრების საკითხზე სხდომა ჩაიშალა. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.
დეპუტატები მიწისძვრების დროს დაზღვევის საკითხებზე მსჯელობდნენ, როდესაც რამდენიმეწამიან მონაკვეთში ორი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.
პირველმა ბიძგმა (2,4 მაგნიტუდა) დეპუტატებში ღიმილი გამოიწვია, მეორეს შემდეგ კი (3,9 მაგნიტუდა) პარლამენტში სხდომის შეჩერება გადაწყვიტეს და ევაკუაცია გამოაცხადეს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მიწისძვრა მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.