"ვალენსიამ" ჯასტინ კლუივერტი დაიმატა

ესპანურმა „ვალენსიამ“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს იტალიური „რომადან“ ჯასტინ კლუივერტი დაიმატა.

23 წლის ნიდერლანდელი „ღამურებს“ იჯარით შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ჯასტინი „ფულჰემში“ გადადიოდა, მაგრამ ინგლისში თამაშის უფლება ბრექსიტის გამო ვერ მიიღო და საბოლოოდ „ვალენსიაში“ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ „ლოს ჩეში“ თავის დროზე ჯასტინის მამას, პატრიკ კლუივერტსაც აქვს ნათამაშები. ჯასტინ კლუივერტი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია, 2018 წლიდან კი „რომას“ ღირსებას იცავდა და 68 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ამასთან, ის იჯარით ბოლო ორი სეზონი „ლაიფციგსა“ და „ნიცაში“ თამაშობდა.

აქვე გეტყვით, რომ „ვალენსიამ“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კლუივერტის გარდა, „ლაიფციგიდან“ ილაიშ მორიბა იჯარით დაიმატა, კარლოს სოლერი „პარი სენ ჟერმენში“ გაყიდა, ხოლო მაქსი გომესი „ტრაბზონსპორში“. გარდა ამისა, კლუბი დატოვა უროს რაჩიჩმაც.